ჯანდაცვის სამინისტრო: ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში, საკარანტინე სივრცეში მყოფი მედიკოსების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

,,როგორც იცით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული მედიკოსები, რომელთაც 2 კვირიანი საკარანტინე პერიოდი 3 კვირამდე გაუგრძელდათ, ანაზღაურებას ვერ იღებდნენ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც იცით, საუბარია იმ სამედიცინო პირებზე, რომლებსაც ეპიდემიოლოგების დამატებით საკარანტინე პერიოდი განესაზღვრათ. შესაბამისად, დამატებითი პერიოდის გამო, მათი თანხების ანაზღაურება მიმდინარეობს ეტაპობრივად, განსაზღვრული ვადის ფარგლებში. ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არ ანაზღაურებს რომელიმე მედიკოსის საკარანტინე პერიოდის თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს.,,- განაცხადა გოგიტიძემ.

პროცედურულად, აღნიშნული ცნობები გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების წარდგენის საფუძველზე. მედპერსონალი ინფორმირებულია ამის შესახებ. მათგან, ამ დროისთვის, 9 მედიკოსს აქვს განცხადება შემოტანილი და თითოეული მათგანის ანაზღაურება განსაზღვრულ ვადებში ხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად