ჯანდაცვის სამინისტრო: “ნიუ-ჰოსპიტალსში” ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრო განაცხადებას ავრცელებს. რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს “ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა “ნიუ-ჰოსპიტალსში” ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო.

სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...