ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებას იწყებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო იწყებს მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას.

ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მისი განმარტებით, სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების ნაწილობრივ რეგულირებას ფასთწარმოქმნის პრინციპით.

“ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულირების პრაქტიკა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დავიწყოთ ნაწილობრივ რეგულირებადი ფასთწარმოქმნის პრინციპით და პარალელურად ვგეგმავთ: ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების – რეგისტრაციის, საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების და მეთოდოლოგიის დანერგვას, ფარმაცევტული წარმოებისათვის „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ (GMP) სავალდებულო მოთხოვნად ქცევას, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისათვის და საბითუმო რეალიზატორებისათვის სანებართვო პირობების დაწესებას „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ (GDP) შემოღებით, ყველა ტიპის აფთიაქის (საცალო რეალიზატორის) ლიცენზირებას, ფარმაკოზედამხედველობის სისტემის დანერგვას და ამოქმედებას, ფარმაცევტული ბაზრის ინსპექტირებას – ადმინისტრირების გაძლიერებას, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას და
განვითარებას.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ტიკარაძე:

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად