ჯანდაცვის სამინისტრო: კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, მათ დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ, აქციის დარბვევისას 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული.

გუშინდელი აქციის შედეგად სულ 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 – სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე.

კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად