ჯანდავცის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
,,თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გუშინ ჰოსპიტალიზირებული ყველა პაციენტი ამ დროისთვის გაწერილია ბინაზე. 5 პაციენტიდან 2 – ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხოლო 3 – ნიუ ჰოსპიტალსში. ექიმების თქმით, მათ აღენიშნებოდათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა კვლევების შედეგად რაიმე სახის გართულება არ გამოკვეთილა. სამედიცინო პერსონალის დაკვირვების შემდეგ, სამმა პაციენტმა რამდენიმე საათში დატოვა დაწესებულება, ხოლო 2 – ღამის განმავლობაში გაეწერა.,, – ნათქვამია განცხადებაში.