ჯანდაცვის სამინისტრო: გურამიშვილის გამზირზე, აფეთქების შედეგად 6 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ინციდენტის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული იქნა 6 ადამიანი. ამ დროისთვის, კლინიკებში რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“დღეს, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ინციდენტის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული იქნა 6 ადამიანი.
ამ დროისთვის, კლინიკებში რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეორე კი – ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საყურადღებოა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული 40 წლამდე საშუალო სიმძიმის პაციენტის მდგომარეობა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი. უწყება მადლობას უხდის ინციდენტზე საგანგებო რეაგირებაში ჩართულ თითოეულ პირს”,-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად