ჯანდაცვის სამინისტრო: ამ ეტაპზე, საქართველოში სისხლის დეფიციტი არ არის, სისხლის ბანკები შევსებულია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, საქართველოში სისხლის მარაგების დეფიციტი არ არის.

როგორც უწყებაში “აიპრეს” განუმარტეს, ჯანდაცვის სამინისტროს ხელძღვანელობით სისხლის ბანკები იბარებენ სისხლს და დეფიციტის წინაშე არ არიან.

” ამ ეტაპზე, მოცემულობა არის ის რომ ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო ჩართულობით, და ჯანდაცვის სამინისტროს ხელძღვანელობით სისხლის ბანკებს აქვთ სისხლი, იბარებენ სისხლს ადამიანებისგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგიონებში ხორციელდება ეს აქცია ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით. არანაირი დეფიციტი არ არსებობს, იმიტომ რომ უკვე შევსებულია სისხლის ბანკები”-განმარტავენ უწყებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად