ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი: ვიჯდეთ სახლში, სოციალური დისტანცირება საუკეთესო გამოსავალია

ამის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

” კარანტინი, სოციალური დისტანცირება არის საუკეთესო გამოსავალი, ვიჯდეთ სახლში. არ გავიდეთ გარეთ რომ მეორე და მესამე ტალღა ეპიდემიის იყოს უფრო ნაკლები. ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს, იმ პაციენტების შველა, ვისაც ეს სჭირდება.

რა თქმა უნდა, პოზიტივი არის ის რომ, დაახლოებით 90% მოსახლეობის, ვინც გაიარე ეს ვირუსი, რბილად მიმდინარეობდა, არანაირი სხვა ეფექტები არ ჰქონდა. მოსახლეობის უმრავლესობა ამ ვირუსს გადაიტანს ძალიან იოლად.

მაგრამ ის 10%, ვინც იქნება ინფიცირებული. ამ 10%-ზე გვაქვს საუბარი რომ, ბევრი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერ გაუძლებენ, სანამ ზომეიბი არ იქნება მიღებული, არ იქნება ვაქცინა”-ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად