ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “პლაქვენილზე” კვლევები კვლავ განაახლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიხლოროხინზე კვლევები განაახლა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრეპარატი უსაფრთხოების მხრივ შეისწავლეს და გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა cnbc ავრცელებს.

ჯანმომ განაახლა პლაქვენილზე კვლევები, ჯანმოს უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურმა არსებული მონაცემების საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

მანამდე ჯანმომ 25 მაისს დროებით შეაჩერა პლაქვენილზე კვლევები, რადგან გავლენიან სამედიცინო ჟურნალ lancet-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც პლაქვენილის რისკიანობა აჩვენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად