ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოში უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ახლა ეპიდემიის რისკი “ძალიან მაღალია”. კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოში უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოში უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. თუმცა აღნიშნავენ, რომ ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია, თუ გადაიკეტება ვირუსის გადატანის გზები.

გებრეისუსმა ხაზი გაუსვა, რომ შიში და დეზინფორმაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც უნდა დავძლიოთ.
ჯმო-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდება უკვე 50 ქვეყანაშია. მათ შორისაა: ისლანდია, ბელარუსი, მექსიკა, ნიდერლანდები და ახალი ზელანდია.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 80 ათასი ადამიანიას. აქედან დაახლოებით 2,8 გარდაიცვალა, რომელთა უმრავლესობა ჩინეთის პროვინციიდან,კერძონ უხანიდანაა.

ბოლო 24 საათში ვირუსის შემთხვევის რეკორდული ზრდა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში. ქვეყანაში ერთ დღეში ახალი 594 შემთხვევა დადასტურდა. შედეგად, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 2 ათას 900-ს აღემატება, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

წყარო BBC-.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად