ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოუწოდებს, ახალი პანდემიისთვის მოემზადოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კაცობრიობა უნდა მოემზადოს ახალი პანდემიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კორონავირუსი ჯერ არ არის დამარცხებული. ჯანმო აპირებს, ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადოს, ნათქვამია ჟენევაში გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

“ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ შემდეგი პანდემიისთვის”, – ნათქვამია ჯანმოს პრესრელიზში. ორგანიზაციის თანახმად, COVID-19 პანდემიამ აჩვენა მსოფლიოს კატასტროფული მოუმზადებლობა მასობრივი დაავადების წინააღმდეგ, მრავალი ნიშნისა და გაფრთხილების მიუხედავად.

ჯანმო-მ ამასთან დაკავშირებით გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილი გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭო აფრთხილებდნენ პანდემიის საფრთხის შესახებ და გლობალურ ლიდერებს მოუწოდებდნენ სასწრაფოდ, ერთობლივი ზომები მიეღოთ. ცოტა ხნის წინ ჟენევაში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში, სადამკვირვებლო საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ “COVID-19-ის გამო დეზორიენტირებული სამყარო განიცდის ხელმძღვანელობისა და დროული ქმედებების ნაკლებობას”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე “მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, ხელი შეუწყონ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დაჩქარების მექანიზმს, რომელიც შექმნილია ამ აპრილში. აღნიშნულ მექანიზმს 35 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება 2021 წელს კორონავირუსის ვაქცინის, თერაპიისა და ტესტების 2 მილიარდი დოზის სწრაფად შესაქმნელად და ჩასატარებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად