ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: COVID-19 შესაძლოა არ გაქრეს, აივ ინფექცია ჰომ არ გაქრა…

“კორონავირუსი COVID-19 შეიძლება გახდეს კიდევ ერთი გავრცელებული ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და ეს ვირუსი შეიძლება არ გაქრეს. აივ-ი ჰომ არ გაქრა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა, წერს CNN-ი.

“მე არ ვადარებ ამ ორ დაავადებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია რეალისტურად მივუდგეთ. არ მგონია, რომ ვინმემ წინასწარ განსაზღვროს, გაქრება თუ არა ეს დაავადება და როდის. კორონავირუსი COVID-19 შესაძლოა დროსთან ერთად არ გადავიდეს, არამედ გახდეს კიდვე ერთი ის დაავადება, რომელთანაც კაცობრიობას საქმე ყოველდღიურად აქვს.” – თქვა მან.

მისი თქმით, ვაქცინის წარმოქმნას იმედის მოცემა შეუძლია, მაგრამ ამ ვარიანტს მთელი რიგი პირობები სჭირდება, მათ შორის წამლის ფართო ხელმისაწვდომობა და მისი ეფექტიანობა.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვამ განაცხადა, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა, “ამ ეპიდემიის ტრაექტორია ჩვენს ხელშია”. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანამ მოახერხა დაავადების გავრცელების კონტროლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად