ჯანდაცვის მინისტრმა “დამოუკიდებელ დეპუტატებს” პარლამენტში მისვალზე უარის წერილი გაუგზავნა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატებს”, რომელმაც მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა, უარის წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე ვერ მივა და მისი ვიზიტის გადადებას ივნისის ბოლო კვირამდე ითხოვს.

“სამინისტრო, ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის.

ამ პირობებში, გეგმიურ ჩარევებზე შემცირებული მოთხოვნის და გლობალურად სამედიცინო მარაგების მოწოდების პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ნოემბრის N520 დადგენილების შუალედური შედეგების შეფასება ვალიდურად ვერ ჩაითვლება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჰოსპიტალური სერვისების ტარიფების დადგენის სამუშაო პროცესი განახლდა მაისის ბოლოს და მიმდინარე თვე დაეთმობა 520-ე დადგენილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მექანიზმების სრულად ამოქმედებას,”- ნათქვამია მინისტრის წერილში.

შეგახენებთ: “დამოუკიდებელი დეპუტატები” პარლამენტში  ეკატერინე ტიკარაძეს ხვალისთვის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომის ფრომატში ელოდებოდნენ.

ფრაქციის წევრებს, კორონავირუსის გარდა, შეკითხვები 520-ე დადგენილებას და სოციალური მუშაკების გათავისუფლებასთანაც ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად