ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის

“აიპრესის” ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ეკა ტიკარაძე შეცვლის.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მას ოფიციალურად  მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 14 :00 საათზე წარადაგენს.

პრემიერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება მათთვის პრიორიტეტია. თუმცა, მისივე თქმით, დავით სერგეენკო არის და იქნება მმართველი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი.

სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალი მინისტრის წარდგენას თვითონ დაესწრება.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ვმსჯელობდით პრემიერმინისტრთან როგორი იქნებოდა ოპტიმალური გადაწყვტილება იმისთვის რომ რეფორმები უფრო ეფექტურად და ინტენსიურად განხორციელებულიყო.

ჩვენ დღეს გვექნება საშუალება და პრემიერმინისტრთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ.

გუნდში დავრჩები იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი ჩემთვის, რომელიც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისათვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა ათიათასობით გადარჩენილი სიცოცხლე. არსად არ მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ხედვა, რომ ვიმუშავო ამ გუნდთან ერთად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...