ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: მაღალი რისკის რეგიონიდან შემოსულ მოქალაქეზე 14 დღე მონიტორინგი განხორციელდება

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ “ტვ პირველის” ეთერში კორონავირუსის შესახებ განაცხადა.

“მოქალაქე, რომელიც შემოვიდა მაღალი რისკის რეგიონიდან, არის ეს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოგზაური, რაც აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, რომ უზრუნველყოს მონიტორინგი 14 დღის განმავლობაში. გარდა ამისა მოქალაქე ინფორმირებულია იმის შესახებ თუ როგორ მოიქცეს, როდესაც სიმპტომები გამოუვლინდება.

დღევანდელი პროტოკოლით ჩვენი სამიზნე არის ჩინეთი და სკრინნგი იქიდან შემოსულ ადამიანებს ჩაუტარდება. სიმშვიდის უფლებას გვაძლევს ის, რომ სხვა ქვეყნებში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული და თუ მოიმატებს, ამისთვის მზადება დაწყებული გვაქვს. ახსენეთ თერმული სკანერი, რომელიც უნდა იყოს აეროპორტში და ამაზეც მიდის მუშაობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად