ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში კონტროლი გამკაცრებულია და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტროლის თვალსაზრისით ზომები გამკაცრებულია.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი.

„მოკვლევა კვლავ მიმდინარეობს. კონტროლის თვალსაზრისით მდგომარეობა გამკაცრებულია. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ამ ეტაპისთვის დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ სანამ სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება, რადგან ყოველ წამს შეიძლება ინფორმაცია განახლდეს და შეიცვალოს, როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე კლასტერიდან გამომდინარე რისკები“ , – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად