ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური

” საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით”-ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში ინფექციის ზრდის მოლოდინი არ არსებობს.

“დღევანდელი მდგომარეობით რეალურ დროში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0.59, რაც რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ, საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით, თუმცა რა თქმა უნდა თქვენთვის ცნობილი არის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი ჯერჯერობით, სადაც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება ამ რეგიონების შესწავლა.

ასევე ხდება მოქალაქეების გამოკვლევა და მათი აქტიური ტესტირება, რის შედეგადაც მოლოდინი არის, რომ გარკვეული ინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ლოკალიზებული გვაქვს სრულად ეს ტერიტორიები, საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური,” – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად