ჯანდაცვის მინისტრი: პრემიერის ცვლილებაზე გუნდში განხილვები არ მიმდინარეობს

პრემიერი ძალიან წარმატებით უძღვება ქვეყანაში არსებულ მოვლენებს”-ჯანდაცვის მინისტრს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” ეთერში აღნიშნა, გუნდში მთავრობის წევრების ცვლილების საკითხი არ განხილულა.

“ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაციას არ ვფლობ. რა თქმა უნდა, ქეთევან ციხელაშვილი წარმატებულად განაგრძობს თავის კარიერას შემდგომშიც. პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში არანაირი კომუნიკაცია და განხილვები არ მიმდინარეობს. პრემიერი ძალიან წარმატებით უძღვება ქვეყანაში მოვლენებს და ასე განაგრძობს. ჩემთან დაკავშირებითაც მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა,”-განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად