ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საბაჟოდან სამედიცინო დაწესებულებაში პირდაპირ გადაიყვანეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც მინისიტრმა განაცხადა, მას საქართველოს სხვა მოქალაქესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

ტიკარაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად