ჯანდაცვის მინისტრი: მივმართავთ ყველა ზომას, რომ არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„საბაჟოზე მესაზღვრეებმა შეამოწმეს მოქალაქეები. მესაზღვრეები ეკიპირებული იყვნენ, რადგან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ასრულებენ ჩვენ ყველა მითითებას, რაც ამცირებს რისკს.

მიუხედავად ამისა, ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც, ისინი გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ინფექციურში მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მინდა, დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი ვინაიდან, მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის გვაქვს საკმარისი საკარანტინე, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფო სივრცეები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად