ჯანდაცვის გენმდივნის მრჩეველი: ჩემი აზრით, მასობრივი ტესტირება საქართველოში ეფექტური არ იქნება

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველთან” ინტერვიუში საუბრობს:

“რა სტატისტიკაც გვაქვს ეს არის ჩვენი ძალოვნების მუშაობის შედეგად მიღებული და მას კავშირი არ აქვს ჯანდაცვის სისტემის სიმყარესთან. ბევრ კოლეგას არ მოეწონება რასაც ვიტყვი, მაგრამ რეალობა არის ასეთი. 3000-მდე ტესტი ჩატარდა ხომ? გვყავს 200-ზე ცოტა მეტი, რაც რეალურად არაფერი არ არის სტატისტიკურად. მეორე მომენტია ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, რომ ამას გლობალურად მივხედოთ. ჩემი მოსაზრებით მასობრივი ტესტირება საქართველოში ეფექტური არ იქნება. მას სჭირდება არა მხოლოდ ჩატარება, არამედ ეფექტიანად ჩატარება და მას სჭირდება ფული.

ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული რესურსები და უნდა გადავანაწილოთ. პირველი ტესტირება უნდა გაუკეთდეს სამედიცინო მუშაკებს, შემდეგ არის პოლიცია და ბოლოს მოსახლეობა. აქ ფული არ არის პრობლემა, აქ პრობლემაა ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტი. მთავარი არის ადამიანური რესურსი და ჩვენ არ გვყავს მედპერსონალი. ამ დროს მოდის ექთნები და სანიტრები, რისი დეფიციტიც გვაქვს. ექთნების საშუალო ასაკი 60 წელია, ზოგიერთ რაიონებში კი 66 წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ არიან”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად