ჯამალაშვილის ადვოკატი:ზურას უთხრეს დაიბრალე,ან შენი შვილის წინააღმდეგ აღვძრავთ საქმესო

"მტკნარი სიცრუეა თითქოს ზურაბ ჯამალაშვილმა განცხადებით მიმართა პროკურატურას. მსგავსი განცხადება ბუნებაში არ არსებობს", – ეს განცხადება, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შენახვა-გავრცელების  საქმეში ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ, საქმის პროკურორის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.  

"შევიდნენ და ჩემზე უარი ათქმევინეს. უთხრეს, რომ მე ის აღარ მაინტერესებდა და მივატოვე. მასზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მე დღეს ვესაუბრე და მითხრა, რომ გუშინ ასე უთხრეს: თუ არ დაიბრალდებდა დანაშაულს, მისი შვილის წინააღმდეგ აღძრავდნენ საქმეს. ისიც ტყუილია, თითქოს მე მირეკავდნენ, რომ ეთქვათ ჯამალაშვილთან შესვლის შესახებ. ამოვიღებ ხვალვე ამონაწერს, პროკურატურიდან ერთი ზარიც კი არ არის შემოსული. ექსპერტიზის დასკვნასაც ძალით აჭიანურებენ და ამბობენ რომ არ არის დასრულებულიო.

ფაქტობრივად მოსამართლემ, ბრალდებულებს  ცალმხრივად გამოუტანა განაჩენი. ის სრულიად არაკომპეტენტური იყო", – განაცხადა ფოფხაძემ. 

ცნობისთვის დღეს, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შენახვა-გავრცელების საქმის ბრალმდებელმა, ლაშა კოტრიკაძემ საქმეში ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ზურაბ ჯამალაშვილმა საპროცესო შეთანხმების განცხადებით, გუშინ პროკურატურას თავად მიმართა. 

პროკურორი: საპროცესო შეთანხმებაზე ზურაბ ჯამალაშვილმა თავად მოგვმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად