ჯაკარტაში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ჯაკარტაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი Detik-ი ინდონეზიის დედაქალაქის გუბერნატორ ანისა ბესვედანას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მან დასძინა, რომ 200-მდე ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

გამოცემის თანახმად, 22 მაისს ღამით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ. მათ პოლიციელებს ქვები, მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ესროლეს. სამართალდამცველებმა პროვოკაციების მოწყობის ბრალდებით, 85 ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქცია ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის, პრაბოვო სუბიანტოს მხარდამჭერებმა გამართეს. ისინი კენჭისყრის შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა ჯოკო ვიდოდომ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...