ჯაღმაიძე: ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს

” ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს და რეაქცია სხვაგვარი იქნებოდა, ეს რომ ეკლესიის წევრის მიერ მომხდარიყო. რომ ყოფილიყო ეს საეკლესიო წიაღიდან წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა”.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ  “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“პირველად რომ გაცხადდა ერთერთი კლასტერი, იყო იტალიის. მოხდა ასე, ექიმმა ჩამოიტანა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სასულიერო პირს რომ ჩამოეტანა, რა ამბავი იქნებოდა დღეს ეკლესიის გარშემო. ასე რომ, ჩვენ ძალიან ცხადად ვგრძნობთ, რომ ხელოვნურად ხდება ეკლესიის მისამართით მსგავსი პიარის აგორება. თუ დააკვირდით, სულ ერთი კვირა დასჭირდა ეკლეისიას მობილიზებისთვის: ყველა ტაძარი იყო გახმოვანებული, დახაზული და მსგავსი წესრიგი, რაც ჩვენმა მორწმუნე და მლოცველმა ადამიანებმა გამოიჩინეს, იშიათად დამისახელებს რომელიმე ორგანიზაციას, ან რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც ეს გაეკეთებინა”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად