ჯაღმაიძე: ზიარება არ არის გარანტია რომ არაფერი დაგემართება, შესაძლოა ზიარების რიგში დგომისას დასნებოვნდეს ადამიანი

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძრვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“არათუ ერთი კოვზით ძიერებაზე და ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე უნდა გვქონდეს ჩვენ მთელი ყურადღება, არამედ სხვა ნებისმიერი კონტაქტი, რომელიც ერში არის დასაცავი, ყველა ეს ზომა დასაცავია. შესაძლოა საჭიროა მოწოდება, რომ ვთქვათ როგორც გარეთ იცავენ წესებს გარკვეულ დისტანციაზე, მისალმების ფორმას და შესაძლებელია ეს მოწოდება იყოს.

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ წმინდა ნაწილებით დაავადების გავრცელების არ შეიძლება გვეშინოდეს, ამავდროულად უნდა ვთქვათ: ზიარება არ არის გარანტია რომ არაფერი დაგვემართება. შესაძლებელია სხვადასხვა გზებით ადამიანის დასნებოვნება, შესაძლებელია ზიარების რიგში დგომისას დასნებოვნდეს ადამიანი. რეკომენდაციების ყველა წესი უნდა იყოს დაცული. როდესაც ეკლესიებზე ვსაუბრობთ, რომელთაც იმსჯელეს ამ თემაზე, მათ აქცენტი გააკეთეს, რომ მრევლმა დაიცვას დისტანცია, ხელზე მთხვევა, ზიარების შემდგომ ჭურჭელზე იყო საუბარი, რომ ერთჯერადი ყოფილიყო, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ზიარებასთან დაკავშირებით მათ არ უმსჯელიათ”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად