ჯაღმაიძე: ყინწვისის ეპარქიაში მომხდარში საპატრიარქო ვერ ჩაერევა

ასე გამოეხმაურა ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტს საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ადამიანების საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა, ყინწვისის ეპარქიაში მომხდარში საპატრიარქო ვერ ჩაერევა და იქ გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს.

„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გადაწყვიტოს. შეუძლია ეპარქიის ხელმძღვანელს სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი“, – განაცხადა ჯაღმაძემ.

ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სინოდის კრება არ არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ: 20 აპრილს ყინწვისის მამათა სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირიპირებას ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ დაკავებულია ერთი სასულიერო პირი კობა კობაიძე, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად