ჯაღმაიძე:მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ძირითადად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე იმსჯელებენ

პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე და საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაადასტურა,რომ საუბრის ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება.

“ძალინ მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამობრძანებული,უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი რა თქმა უნდა,ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, ასეთი ვიზიტებით შესაძლებელი არის, რომ ერთმნიშვნელოვნად სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება. ყველა ეკლესიის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ზოგადად იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ეკლესიამ უნდა აღიაროს თითოეული დანარჩენი ეკლესიის ავტოკეფალია, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ყველა ეკლესიის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძემ).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად