ჯაღმაიძე დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: ისმის არასწორად დასმული შეკითხვები საპატრიარქოს მისამართით

საპატრიარქოში აცხადებენ რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის გასათავისუფლებლად მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

“ისმის არასწორად დასმული შეკითხვები ჩვენი მისამართით. გამახსენდა, რომ 2015 წელს პატრიარქი როდესაც დაესწრო პატიმრების მიერ დადგმულ ერთ-ერთ სპექტაკლს, მას ჰქონდა ასეთი შეკითხვა, ხომ არ შეიძლება პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება. საშინელ ქარ-ცეცხლში გაატარეს ეკლესია, იყო გამონათქვამები, რომ თეოკრატიას ითხოვს საპატრიარქო და ასე შემდეგ, რომ ეს არის დემოკრატიის დასასრული და დაიქცა ქვეყანა. პატრიარქისთვის ვინმეს რომ მიენიჭებინა პატიმრების შეწყალების უფლება, მაშინ დღეს საპატრიარქოსადმი დასმული ეს შეკითხვა ახლოს იქნებოდა რეალობასთან,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად