ჯაღმაიძე: არ არის სწორი პოზიცია, რომ 9-დან 6 საათამდე ვინმე იქნება ტაძარში

საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს პოზიცია არ არის, რომ მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე 21:00 საათზე მივიდეს და უკან 06:00 საათზე წამოვიდეს.

“ეს არ არის სწორი პოზიცია, რომ 21:00 დან 06:00 საათამდე ვინმე იქნება ტაძარში. ეს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ არის, ეს იყო ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მისი მოსაზრებაა. ეს არ არის ოფიციალური ინტრუქცია”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად