ჯაბა აბაშიძე: გახარიას გაპრემიერება ცუდ სიზმარშიც ვერ წარმომედგინა

ამის შესახებ “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯაბა აბაშიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“გიორგი გახარია მოგვივლინა პრემიერად, ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმომიდგენია რომ იმღამის მერე, 20 ივნისის მერე გიორგი გახარია პრემიერი გამხდარიყო. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჯერ კიდევ. მჯერა რომ ჯერ კიდევ, 2020 წლამდე იქნება და არა შემდეგ. აქედან გამომდინარე აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა მივიღეთ გადაწყვეტილება აქციის ფორმატით გავაგონოთ რომ გიორგი გახარიას პრემიერობა არ შეიძლება. “საპარლამენტო უმრავლესობა თითქმის სრული შემადგენლობით, არის ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა. არავის არ გააჩნია განსხვავებული აზრი.”-განაცხადა ჯაბა ზარქუამ.

ცნობისთვის, 76 დღეა რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. “სირცხვილიას”-აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ პრემიერის პოსტზე ინიშნება გიორგი გახარია, რომლის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას 2 თვეზე მეტია ითხოვენ.

ცნობისთვის, დღეს პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა

შს მინისტრმა  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.

გახარიას მინისტრთა კაბინეში  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...