იზორია: თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა

“იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, თავდაცვის სამინსიტროს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა აქვს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე”, – ​ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გეგმა მოწინააღმდეგის მაქსიმალურ შეჩერებას და სტაბილურობას ქვეყანაში უზრუნველყოფს.

„აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკა ნატო-ს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან. შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ამ ორ პრინციპს ეფუძნება. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის ერთობლიობას, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო კომპონენტისას, ანუ ისეთი მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ძვირად დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად ისე სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა, მარტო შეკავება არ არის მთავარი, მთავარია თავდაცვაც. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე, მაქსიმალურად იქნას სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...