იზორია: საქართველოში აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო გემების ვიზიტის მიზანი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაა

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, რუსეთის რეაქციის მიუხედავად, აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო გემების ვიზიტები რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება. მინისტრის თქმით, აღნიშნულის მიზანია, რომ საქართველო ყოველგვარი საფრთხისგან დაცული იყოს.

“როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მშვიდობა რეგიონში.

ამიტომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან სამხედრო გემების ვიზიტი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული ყოველგვარი საფრთხისგან.

როდესაც დაცულობის მაღალ ხარისხზე ვსაუბრობ, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი და როგორც გითხარით დინამიკა, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით წელს, როგორც ამერიკასთან ასევე ნატო-ს წევრ სხვა ქვეყებთან, არის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით უპრეცენდენტოა. კერძოდ, ეს არის რიგით მეორე სამხედრო ხომალდი და ასევე ერთი კვირის წინ ვმასპინძლობდით ნატო-ს ოთხ სამხედრო ხომალდს. ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მიუხედავად რუსეთის რეაქციისა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა და სამხედრო გემების ვიზიტები, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში”,-განაცხადა იზორიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...