იზორია: მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ყველაზე კარგი საშუალება ომისთვის მომზადებაა

მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ყველაზე კარგი საშუალება ომისთვის მომზადებაა,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ოკუპაციის ხაზს მიღმა არსებული სიტუაცია ჩვენი მუდმივი განხილვის საგანია საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, და მათ შორის ორმხრივი ფორმატების ფარგლებში.

ჩვენი პოლიტიკა, თავდაცვის უწყების, რომ ჩვენი სიძლიერით, საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით უზრუნველვყოთ ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების მაქსიმალური შეკავება.

შეკავებაზე როდესაც ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ის, რომ პოტენციურმა აგრესორმა, რუსეთმა როგორც ოკუპანტმა ქვეყანამ, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან.

თავშეკავების ყველაზე ძლიერი ბერკეტია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, ეს არის NATO -ს პოლიტიკა, თავისი შესაძლებლობების გაზრდის ნაწილში.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, რომ პროგრესი არის, მათ შორის საფინანსო პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით. NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის 2020 წელს საერთო კონტრიბუცია 100 მილიარდამდე გაიზრდება.

არის ამბიცია, 2024 წელს ყველას ჰქონდეს ეს სტანდარტი დაკმაყოფილებული და სწორედ ეს არის მიმართული საერთო ძალისხმევისკენ, ერთიანი საფრთხის შესაჩერებლად, რათა პოტენციური აგრესია იქნეს თავიდან აცილებული.

ჩვენი პასუხი არის ჩვენი გაძლიერება, და როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, ყველაზე კარგი საშუალება მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, არის ომისთვის მომზადება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...