იზორია მფრინავ ეკა ქვლივიძეზე: დისკრიმინაცია რომ იყოს, ქალს ხომ არ გაუშვებდნენ ამერიკაში კურსებზე?

თავადაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, უწყებიდან გათავისუფლებულ მფრინავ ქალზე, ეკატერინე ქვლივიძესთან დაკავშირებით პარლამენტში განმარტება გააეთა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

“კერძოდ 2017 წელს ეს ქალბატონი თავდაცვის ძალების გადაწყვეტილებით, მივლინებულ იქნა კაპიტნის საკარიერო კურსებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში და დისკრიმინაცია რომ იყოს ქალს ხომ არ გაუშვებდნენ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კურსებზე? ამ კურსის განხორციელება ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჯდა 51000 დოლარი. მან გაიარა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც ჩვენს თავდაცვის ბიუჯეტს ათეულობით ათასი დოლარი დაუჯდა.

ყოველი მივლინების წინ ფორმდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურესთან სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ არსებობს ასეთი შემთხვევაში და ეს მხოლოდ კონკრეტულ ფაქტს არ ეხება, არამედ განზოგადებულად არსებობს ასეთი ნორმა, რომ თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს მათ მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს ამხელა თანხებთან არის დაკავშირებული, ის ვალდებულია 8 წელი იყოს თავდაცვის ძალებში და ემსახუროს თავდაცვის ძალებს. ჩამოსვლისთანავე მას შესთავაზეს ზუსტად იგივე თანამდებობა რა თანამდებობაზეც იყო, თუმცა 4 თვის შემდეგ პირადი სურვილით, მიუხედავად იმისა რომ მან მოაწერა ხელი გაფრთხილებას, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის, მაინც მოაწერა ხელი. და, ეს ყველაფერი ხდება ერთი წლის წინ, ამ ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ ან თქვენთვის მომემართა თუ ასეთ ფაქტს დისკრიმინაციის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

აქ აშკარად დასტურდება ის რომ ფაქტები სხვაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა ყველა ადამიანს შეუძლია თავი იმართლოს. თუ რამდენია წილი ამ თავის მართლებისა სიმართლე და რამდენი ტყუილი ეს ობიექტურმა შემფასებელ უნდა განსაჯოს.

ნატოს სტანდარტია და ამ სტანდარტის დამკვიდრებას ვცდილობთ, რომ ჩვენი სამხედრო სამსახური ვალდებულებებთან იყოს დაკავშირებული, მათ შორის გარკვეული წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციები და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული და ამ შემთხვევაში როგორც პასუხისმგებლიანმა უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალებმა ვიმოქმედეთ სწორედ ამ სტანდარტით. კონტრაქტი ბრალდებულებთან სანქციის ამოქმედება სასამართლოს იმის მიმართ რასაც ჩვენ ბუნებრივია ასევე პასუხისმგებლიანობა განცდით და ლოგიკით მზად ვარ ყველა გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ. თუმც,ა კანონის უზენაესობა და ის ნატოსთან და პირადი ხშირად საუბრობენ ვითვალისწინებთ იმას რომ ამაზე ცალსახა ჰქონდეს რეაგირებს როგორც ამას კანონმდებლობა გვავალდებულებს სხვა არაფერი.

მე პირადად, შეიძლება გარკვეული ინფორმაცია არ მაქვს და მზად ვარ პირადად შევხვდე მას, მოვისმინო ყველა ის ქრონოლოგია რაც მე მაქვს ინფორმაციის სახით ამისგანაც მეტი დამაჯერებლობისთვის თუმცა ცხადია ჩვენი მოქმედების როგორც კანონი გვავალდებულებს და თუ ქონდა დისკრიმინაციას ადგილი 1 წლის განმავლობაში სადმე ეთქვა, თქვენთან მაინც…

ახლა რატომ გადაწყვიტა როდესაც სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი აქედან გამომდინარე შეგიძლიათ ლოგიკურად დასკვნები გამოიტანოთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...