იზორია: იყო თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა? ჩემი პასუხია – არა!

ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას, ეს ეთანხმება თუ არა მინისტრ საქართველო პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გაკეთებულ განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოში მძინარე ცხინვალი საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაბომბა.

„რუსეთი არის მთავრი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენ ვცხოვრობთ კონკურენტულ სამყაროში. თავდაცვის პოლიტიკა, რომელშიც ჩვენ ვართ ჩვენი რეფორმებით, სწორედ იმას ემსახურება რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს.

რაც შეეხება ქალბატონი სამადაშვილის კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს, იყო თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბა, ჩემი კონკრეტული პასუხია – არა!“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...