იზორია: გვინდა, “დელტას” განვითარებისთვის კარგი მენეჯერი და ახალი იდეების ავტორი მოვძებნოთ

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, "დელტას" ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან ამ თანამდებობაზე კარგი მენეჯერი და ახალი იდეების ავტორი მოძებნონ. 

"ბუნებრივია, გვქონდა კონსულტაციები "დელტას" ფარგლებში, მოვალეობის შემსრულებელთან, რათაც მასაც წარმოაედგინა ოპტიმალური ხედვა თუ რამდენი საშტატო ერთეულია იმისთვის ,რომ დელტამ განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, ჩვენ მათი ხედვა გავითვალისწინეთ. მაქსიმალურად გვინდა კონსულტაციები გავიაროთ კვალიფიციურ ადამიანებთან, კარგი მენეჯერი და ახალი იდეების ავტორი მოვძებნოთ რათა დელტას განვითარებისთვის მნიშვნეოვანი ამოცანები შესრულდეს", – აღნიშნა იზორიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად