იზორია: ახლაც მაქვს პრესტიჟულ ადგილას ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდი

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

“მე პროფესიული მოღვაწეობა დავიწყე 22 წლიდან. ამ ასაკიდან ყოველთვის ვიყავი დასაქმებული და ხშირ შემთხვევაში მაღალ ხელფასსაც მქონდა. მიწის ნაკვეთი საჯარო სამსახურის დაწყებამდე შევიძინე. სახლის აშენებაც მანამდე იყო დაგეგმილი. თითქოს მანამდე არაფერი გამაჩნდა, ეს დიდი ტყუილია, მე მანამდე მქონდა დანაზოგები, მქონდა და ახლაც მაქვს პრესტიჟულ ადგილას ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდი კიდეც, ასე, რომ სწორედ ამ დანაზოგებით და შემოსავლებით, ავაშენე ის სახლი, რომელიც მედიაში აჩვენეს, და ავიღე საკმაოდ სოლიდური კრედიტი და არა ისე, როგორც „რუსთავი 2“-მა აჩვენა, თითქოს 700 ათასი თუ 800 ათასი დოლარი ამიღია კრედიტი. მაშინ როდესაც ეს არის 145 ათასი დოლარის კრედიტი.

რაც შეეხება ჯიპებს, რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი, პირადი თუ სამსახურებრივი სარგებლობისთვის არ შეგვიძენია. 2012 წლამდე კოლოსალური თანხებია დახარჯული განა ტანკებისთვის, და საბრძოლო მზადყოფნისთვის, როცა კაცი 400 ათას ლარს ხარჯავს “მერსედესში”, “ლექსუსის” ჯიპში… ჯიპები იქ დაგვხვდა, რომელიც 2012 წელს არის შეძენილი, მე პირადად გადავაადგილდები 2008 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანით, თუ ოდესმე ვსარგებლობდი ჯიპით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიწევს საველე პირობებში სწავლებაზე ან რეგიონში გასვლა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...