იზოლაციაში მყოფ 93 წლის ქალს თხოვნა შეუსრულეს და 150 ქილა ლუდი აჩუქეს (ვიდეო)

93 წლის პენსილვალიელმა ქალმა საჩუქრად 150 ქილა ლუდა მიიღო

კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა პენსილვანიის შტატის 93 წლის მცხოვრებ ოლივ ვერონეზოს პრობლემები შეუქმნა. ის ამოწურვამდე მისული ლუდის მარაგები შევსებას ვერ ახერხებდა.

ბევრი ფიქრის შემდეგ ოლივმა სახლიდან გაუსვლელად ლუდის მარაგების შევსების არაჩვეულებრივ გზას მიაგნო. მან ქაღადზე დაწერა: “მე უფრო მეტი ლუდი მინდა” და ერთ ხელში ამ წარწერიადი ფურცლით, მეორეში კი ლუდის ქილით ხელში ფანჯარასთან მოკალათდა.

ასეთ პოზაში მყოფ ოლივს მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთვა. ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიის თანამშრომლებმა ფოტო შენიშნეს და ფეისბუქში, თავიანთი არხის გვერდზე ატვირთეს. სულ მოკლე ხანში ფოტო 5 მილიონმა კაცმა ნახა და მათ შორის ლუდის იმ მარკის მწარმოებელი ფირმის ხალხმაც, რომელიც ილივს ეჭირა ხელში.

მათ არ გაუშვეს შემთხვევა ხელიდან დაასწრეს ფეისბუქის სხვა მომხმარებლებს და ოლივს სახლში 10 ყუთი ლუდი, თითოეული 15 ქილით, მიარვეს სახლში საჩუქრად.

ოლივ ვორონეზი იმდენად გაახარა საჩუქარმა, რომ ერთი ქალა მაშინვე გახსნა. “მე ყოველ საღამოს ვსვამ ლუდს, ის ძალიან გემრიელია და მასში ბევრი ვიტამინებია. მე ვთვლი, რომ ცოტა რაოდენობით ლუდი ორგანიზმისთვის სასარგებლოა”, – თქვა გახარებულმ ოლივ ვორონეზმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად