თურქეთში, მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს
თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
გოგონა დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად მოყვა ნანგრევებში. ის მაშველების მიერ გადარჩენილი 106-ე ადამიანია. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იზმირში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 76 ადამიანი, 962 კი დაშავდა.