ივონ ბიონიში ავსტრიის ძიუდოსტ კაცთა და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

ძიუდოისტ ქალთა და კაცთა გაერთიანებული ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელად ქალი კიდევ ერთი ქვეყნის ძიუდოს ფედერაციამ დანიშნა.

ათენის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი 57 კგ წონით კატეგორიაში, გერმანელი ივონ ბიონიში ავსტრიის ძიუდოისტთა გაერთიანებული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

ივონ ბიონიში ერთ-ერთი იყო 16 ქვეყნის 25 მწვრთნელთა შორის, რომელსაც გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი.

როდესაც სექტემბრის დასაწყისში ეს განცხადება ვნახე, ჩემთვის ცხადი იყო, რომ მე მსურდა კონკურსში მონაწილეობის მიღება და მიუხედავად იმისა, რომ იანვრამდე ისრაელის ნაკრებიდან ვერ წავალ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე კი მცირე დრო რჩება, გადავწყვიტე განაცხადის შეტანა.

ძალიან სამწუხაროა (ისრაელის ქალთა ნაკრები გუნდის მწვრთნელობაზე ოლიმპიური თამაშების წინ უარის თქმა – “აიპრესი”), მაგრამ ავსტრიის ძიუდოს ასოციაციის შეთავაზების მსგავსი, ყოველდღე არ მოიძიება.

„მე ძალიან ამბიციური და მიზანმიმართული ვარ”, „ავსტრიის ძიუდოს ასოციაციას კონკრეტული წარმატებები – ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატის მედლები სურს”, “იდეალში ეს 2021 წელს ტოკიოში მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში – პარიზში სამი წლის შემდეგ”

39 წლის ივონ ბიონეში 1 იანვრიდან, ისრაელის ქალთა ნაკრებთან კოტნრაქტის დასრულებისთანავე, ჩაუდგება სათავეში ავსტრიის ქალთა და კაცთა ნაკრების ექვსკაციან ჯგუფს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტის თანახმად, ოლიმპიურ თამაშებზე გუნდს ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი სამი ქალი და სამი კაცი უნდა ჰყავდე, დღეისათვის ასეთი სულლ 7 გუნდია, ავსტრიელებს ქალთა 57-70 და +70კგ წონაში და კაცთა 90 და +90კგ წონაში ჰყავთ ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელები და კაცთა 73 კგ წონით კატეგორიაში მოპოვების შემთხვევაში ისინი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. არ არის გამორიცხული, რომ ავსტრიელი ზიუდოსტი, რომელსაც ლიცენზიის მოსაპოვებლად მცირე ოდენობით ქულები აკლდება, ძიუდოს ფედერაციის სპეციალური მიწვევით გახდეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი და ავსტრიას გუნდის გაყვანის შესაძლებლობა მიეცეს.

დღეის მონაცემებით ლიცენზიის პრობლემა არ აქვს ბრაზილიის ქალთა და კაცთა გაერთიანებულ ნაკრებს, რომლის მწვრთნელიც იაპონელი ოუკო ფუჯია. მეტიც, ბრაზილიის ქალთა და კაცთა ნაკრები გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნილმა ილიმპიურმა ჩემპიონმა რაფაელა სილვამ შეიძლება ვერ მიიღოს მონაწილეობა, ოლიმპიური თამაშების მედლის მოპოვების ერთ-ერთ ძირითად ფავორიტად ითვლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად