ივნისში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 459.6 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 459.6 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა და 28.7 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2019 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 16.5 პროცენტით არის გაზრდილი.

სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მატებით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ლარში გამოსახული მაჩვენებლის მცირედით შემცირდა, რაც ლარის გამყარების შედეგად გაცვლითი კურსის ეფექტით არის გამოწვეული.

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 878.9 მლნ ლარით (8.7 პროცენტით) გაიზარდა და 10.99 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, მეტწილად იურიდიული პირების დეპოზიტების მატებით არის გამოწვეული.

კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 1.6 პროცენტიანი (88.7 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.79 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მატებით არის გამოწვეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად