ივნისში საქართველოს ექსპორტი 30%-ით $349 მილიონამდე გაიზარდა

დღეს საქსტატმა 2021 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე სულ $349 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 30.4%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, მთლიანად იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს ექსპორტი $1.89 მილიადი დოლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 25.5%-ით მეტია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს იმპორტი 19.5%-ით, $4.32 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უშუალოდ ივნისში კი იმპორტი $837 მილიონი დოლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 37%-ით მეტია. შესაბამისად, გასულ თვეში იმპორტი უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა ვიდრე ექსპორტი.

2021 წლის პირველ ნახევარში უარყოფითმა სავაჭრო ბალასნმა $2.43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39%-ია.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ივლისს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, შუალოდ რომელი საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.

კომენტარები
იტვირთება...