ივნისში აგარაკის აფთიაქის ღირებულება ერთი ლარით შემცირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქების სერიის ბოლო ჯგუფის ივნისის თვის მონაცემს აქვეყნებს. ორგანიზაციამ შეისწავლა აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების მინიმალური სია და მათი ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ წინა თვესთან, მაისთან  შედარებით ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი მხოლოდ ერთი ლარით არის შემცირებული.

აგარაკზე დასვენების მსურველებს მაისში აფთიაქის შევსება 84 ლარად, ივნისში კი 83 ლარად შეეძლოთ. ფასი შემცირებულია რამდენიმე მედიკამენტზე უმნიშვნელოდ,   აქსესუარებზე და ამ ჯგუფში შემავალ ანტისეპტიკურ საშუალებებზე კი ჯამური ფასი უცვლელია.

უფრო დეტალურად აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.

შეგახსენებთ, აგარაკის აფთიაქში შედის ისეთი მედიკამენტები როგორიცაა: ანტისეპტიკური საშუალებები, დამწვრობის, მოწამვლის დროს საჭირო პრეპარატები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კარდიოლოგიური მედიკამენტები, მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.

პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას და შესწავლას, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად