ივლისში პირველადი დახმარების აფთიაქის შევსება 8 ლარით იაფია

ჯანდაცვის პლატფორმა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასებზე მონიტორინგის ფარგლებში აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქების გამოქვეყნებას.

ამჯერად ორგანიზაციამ გამოიკვლია თუ რა თანხა იყო  საკმარისი პირველადი აფთიაქის შესავსებად ივლისის თვეში.

კვლევისას, რომლის ფარგლებშიც შესწავლი იყო ანტისეპტიკური საშუალებები, აქსესუარები და პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო მედიკამენტები, დადგინდა, რომ ივლისში ამ ჯგუფის აფთიაქის შევსება 8 ლარით ნაკლები იყო. კერძოდ, ივნისში მედიკამენტების  ანტისეპტიკური საშუალებებისა და აქსესუარების ჯამურმა ფასმა 126 ლარი, ივლისში კი 118 ლარი შეადგინა.

მედიკამენტების ფასის 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ივნისთან შედარებით ფასები ივლისში შემცირდა:

ბაქტერიოციდული ლეიკოპლასტირი ივლისში 2 ლარის ნაცვლად 1.95 ლარი ღირდა, წყალბადის ზეჟანგი 1.25 ლარის ნაცვლად 0.51 ლარი; ნიშადურის ხსნარი კი 1 ლარის ნაცვლად 0.70 ლარი.  თერმომეტრი 10 ლარის ნაცვლად 7.15 ლარი, სამედიცინო ლახტი 14.80 ლარის ნაცვლად 12 ლარი, ხოლო კეტოროლაკი 2.22 ნაცვლად 1.35 ლარი ღირდა. ცეტირიზინის ფასმა დაიკლო 2.50 ლარიდან 1.35 ლარამდე. სალბუტამოლის აეროზოლის ფასმა კი 6.95 ლარის ნაცვლად 6.45 ლარი შეადგინა.

გაიზარდა ფასი ოქსოლინის მალამოზე და ივლისში ის 0.95 ლარის ნაცვლად  1.20 ლარი ღირდა. ნო-შპა 2.50 ლარის ნაცვლად 3.92 ლარი ღირდა, თეთრი ნახშირი კი 3.10 ლარის ნაცვალდ 3.50 ლარამდე გაძვირდა.

უფრო დეტალურად კი მედიკამენტების ფასი შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.

13956852_10208211629986143_787407732_n

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად