ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ათონის მთიდან მახათას მთაზე (ფოტორეპორტაჟი)

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მახათას მთაზე, ათონის მთიდან საქართველოში ჩამობრძანებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს პარაკლისი გადაუხადა, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ხარებამდე იქნება დაბრძანებული.

"უფალმა კიდევ ერთხელ მოიღო მოწყალება და საქართველოში ჩამობრძანდა ხატი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა, რომელიც არის დახატული ათონის მთაზე. დღეს ჩვენ შევთხოვთ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს, რომ მშვიდობა მიგვიმადლოს ჩვენ და მთელ მსოფლიოს" – ასე მიმართა პატრიარქმა მახათას მთაზე ტაძარში შეკრებილ. 

ცნობისთვის,  ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი სპეციალურად მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვის ფონდ "ივერიისას" ინიციატივით დაიწერა.

ხატი, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულამდე (7 აპრილამდე) მახათას მშენებარე ტაძარში იქნება დაბრძანებული,

ხუთშაბათს, 7 აპრილს, 10 საათზე მშენებარე ტაძარში აღევლინება ხარების დღესასწაულის სამღვდელმთავრო წირვა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ერთად საქართველოში ჩამობრძანდა ღირსი მამა გაბრიელ ათონელის ხატი, რომელმაც გადმოცემის თანახმად მეთერთმეტე საუკუნეში ზღვიდან გამოაბრძანა ხმელეთზე ღვთისმშობლის ხატი.

ფოტოების ავტორი ალეკო შარვაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...