ივერი მელაშვილისა და “მთავარის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა.

“მეორედ არ მოხვიდე აქ… დავაი, წადით აქედან… აღარ მოხვიდეთ აქ… გამყიდველო, შე უნამუსო, შენ”, – მიმართავდნენ ივერი მელაშვილს დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...