ივერი მელაშვილის ადვოკატი: ბატონი ივერის შეფასებით ბრალდების დადგენილება არის სრული აბსურდი

ეს განცხადება დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„ბატონი ივერის შეფასებით ბრალდების დადგენილება არის სრული აბსურდი, ვინაიდან მისი მხრიდან განზრახ რაიმე ფორმით მსგავსი ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია არც განზრახ, არც გაუფრთხილებლობით, ეს იყო ამ საქმიანობის პროცესში მიმდინარე საკითხები რის შესახებას სრულად იყო ინფორმირებული არა მხოლოდ კომისია, არამედ ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებდა. ასე რომ ამ ბრალდების დადგენილებაში გამოყვანა ისე რომ თითქოსდა ქალბატონმა ნატალიამ და ბატონმა ივერიმ გააკეთეს ეს ყველაფერი და მათი მოვალეობა იყო რაღაცები გაეკეთებინდათ არ გააკეთეს და მხოლოდ მათმა განზრახ ქმედებამ მიიყვანა გარკვეული ინტერესების საზიანო ქმედებამდე კომისია და შემდეგ სახელმწიფო, ასეთს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად