ივერი მელაშვილი: მადლობა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, ეს უსაზიზღრესი ბრალდებაა და საკითხი ბოლომდე უნდა მივიდეს

საპატიმროს დატოვების შემდეგ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული ივერი მელაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

“თავიდან ბოლომდე აბსურდულია და უსაზიზღრესი ბრალდებაა. შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით არის. საზოგადოების მხარდაჭერას ვგრძნობ. დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის და ბოლომდეა საკითხი მისაყვანი. აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება გაგრძელდეს.

ის ჩანაწერი, რაც პროკურატურამ გაავრცელა, სამუშაო შეხვედრა იყო და ასევე სამუშაო განხილვა ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, თითქოს რაღაცა ისმის. კომისიის თავმჯდომარეს ხვდება წევრი და ვსაუბრობთ რაღაცას”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმის პროკურორმა  შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობის  30 – 30 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებისა და საგამოძიებო უწყების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვის შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაპატიმრებულებს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად