ივერი მელაშვილი: იქნება პოლიტიკოსი, ერის კაცი თუ ბერი, არაკორექტულ განცხადებას, რომ გააკეთებს, ამან საზიანოდ არ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებზე

“ეს იქნება პოლიტიკოსი, ეს იქნება ერის კაცი თუ ბერი, არაკორექტულ განცხადებას, რომ გააკეთებს, ამან საზიანოდ არ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებზე”.

ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებას ივერი მელაშვილი და განმარტა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები, დავით გარეჯზე ისეთი განცხადებების გაკეთებას უნდა მოერიდონ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს:

“ეს იქნება პოლიტიკოსი, ეს იქნება ერის კაცი თუ ბერი, არაკორექტულ განცხადებას, რომ გააკეთებს, ამან საზიანოდ არ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებზე. როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, უნდა ვაცადოთ. ძალიან დინჯად უნდა იღწვოდეს ქვეყანა თავის მიზნის მისაღწევად.

ერთი ეს რომ მიზანი არის ჩვენი და მეორე არის ის, რომ ეს წინასწარი განცხადებები და აჟიტირება ამ განცხადებების უაღრესად ზიანის მომტანია. ამისკენ მოვუწოდებ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს და მათ შორის სამწუხაროდ, არიან სასულიერო პირები. უდიდესი პატივისცემით, სასულიერო პირს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ შემთხვევაში”,  – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ვნებათაღელვას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო:საპატრიარქო: რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...