ივერი მელაშვილი: ჩემი დაკავება პოლიტიკური მიზნისა და ოპონენტზე ზეწოლის გამო მოხდა

საპატიმროს დატოვების შემდეგ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული ივერი მელაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

“საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, რაღაც თითქოს რომ საზიანოდ შეთანხმდა. არავითარი საზიანო შეთანხმება არ მომხდარა. ზუსტად ის შეთანხმდა, რაც იყო საჭირო, მეორე მხარეც უყურებს ამას, ესე არაა, საზღვარი არის, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ერთი იოტის ოდენაც არაა. ვერც გოგი მანჯგალაძის, ვერც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება.

მთლიანად მცდარია 200 ათასიანი რუკა და ის, ვინც მაგ რუკაზე აპელირებს, ამ ხალხმა ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის. ის რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, ეს იყო პოლიტიკური მიზანი, ეს იყო პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლა, თითქოს, რაღაც ტერიტორიები გადასცა და მეორე იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება. ესაა შედეგი, ეს ორივე იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო,” – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმის პროკურორმა  შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობის  30 – 30 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებისა და საგამოძიებო უწყების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვის შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაპატიმრებულებს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად